
მიწადმოქმედება და მშენებლობა
ჩვენი მძიმე ტექნიკა, რომელსაც ექსპუალტაციას უწევენ სილქ უოთერ გრუპის მაღალკვალიფიციური ოპერატორები , აღჭურვილია state-of-the-art GPS-based 3დ რუკების ტექნოლოიით , რომელიც გაძლევთ ზუსტი მონიტორინგის შესაძლებლობას.
წყლის რესურსების მართვა
ჩვენი კომპანიის სპეციალისტები გთავაზობენ წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას. მათ შორის სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მოწინავე საწყავი სისტემები, წყლის საცავები და ა.შ. რომელიც სპეციალურად თქენს მოთხოვნებზე იქნება მორგებული.
სასათბურე მეურნეობა
ჩვენი CEA (Controlled Environment Agriculture) სპეციალისტები შეიმუშავებენ და ააშენებენ სრულყოფილ სასათბურე ობიექტებს, სხვადასხვა მახასიათებლების გათვალისწინებით (მთლიანი მიწის ფართობი, კლიმატური პირობები, ნიადაგის პირობები, კულტურების შერჩევა, განათების, და ა.შ.). ჩვენი სათბურები გაძლევთ მაღალი დონის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გარანტიას. იგი აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, სპეციალური განათების სისტემით, საჩრდილობელი ბადეებით, წვეთოვანი სარწყავი სისტემით და მწერებისაგან დამცავი ბადეებით.
კულტივაცია, თესლი, მოსავალი და სასუქი
კულტივაცია– ჩვენი სპეციალისტები მოხარულნი იქნებიან შეგირჩიოთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული კულტივაციის პროცედურები .
თესლი– ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ მაღალი ხარისხის თესლზე, რაც უნაკლო მოსავლის მიღების გარანტიას გვაძლევს.
მოსავალი– ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელნიც მოხარული იქნებიან დაგეხმარონ და მოგცენ რჩევები, ნიადაგის ჯანმრთელობის, მავნებლების, მარცვლეული კულტურების მავნებლების, მოსავლის შენახვის, მართვის, ტრანსპორტირების და მარკეტინგის შესახებ
სასუქი-ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან სასუქების მწარმოებელ კომპანიებთან, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ თქვენს სარწყავ სისტემაზე, მიწაზე და კლიმატზე მორგებული სასუქი.