

J. Huete.
სილქ უოთერ გრუპი ამაყია J. Huete თანამშრომლობით.
J.Huete ახორციელებს, კლიენტების საჭიროებაზე, კლიმატურ პირობებზე, რეგიონზე და მოსავალზე მორგებულ ყოვლისმომცველ პროექტებს. მას აქვს შესრულებული 12000000000 პროექტი. მიწის ნაკვეთების, საწყობის და სათბურის მოწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

SMART WATER PROJECT
სილქ უოთერ გრუპი ამაყია Smart Water Project თანამშრომლობით
Smart Water Project არის სილქ უოთერ გრუპის და J. Huete შვილობილი კომპანია
მისი მიზანია წყალთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტა.
კომპანიის სპეციფიკაა სარწყავი და წყლის გამწმენდი სისტემები.

Euro Farm
სილქ უოთერ გრუპი არის კომპანია ეურო ფერმის პარტნიორი ( წარსულში ეკო ფერმა)
კომპანია „ევრო ფარმი“ დაფუძნდა 2012 წელს და დღემდე წარმატებით საქმიანობს აგრო სექტორში
კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფართო ასორტიმენტის ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის დისტრიბუციას, შეფუთვას, სორტირებას.
„ევრო ფარმი“ გამოირჩევა განსაკუთრებული მიდგომით ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობის და მათი განვითარების ხელშეწყობის კუთხით. დღესდღეობით 200-ზე მეტი ფერმერი თანამშრომლობს კომპანიასთან და მოსავლის რეალიზაციის გარდა მხარდაჭერას იღებს წარმოების კონსულტაციის, წინასწარ დაფინანსების მიღების და სხვა აქტივობების კუთხით.
პროდუქციის ასორტიმენტი რომელსაც კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს რეგულარულად იზრდება, იგი ცდილობს ბაზარზე შემოიტანოს აქამე უცნობი ხილისა და ბოსტნეულის ჯიშები

RDFG
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არის განვითარებასა და ჰუმანიტარული დახმარებაზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოწყვლადი თემების დახმარებას სოციო-ეკონიმიკურ განვითარებასა და მათი თვით-მედეგობის გაძლიერებაში. RDFG ასევე ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ მთავრობას და თვითმართველობის ორგანოებს წარმატებული მართვის სისტემებისა და მეთოდოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.
RDFG მუშაობს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან, რათა უზრუნველყოს სერვისებსა და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობასა და უფლებების დაცვას. ასოციაცია მუშაობს ისეთ თემებზე როგორიცაა ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, მშვიდობის მშენებლობა და კატასტროფის რისკის შემცირება.