
ჩვენი “მიკრო მეურნეობის გადაწყვეტილებები” არის შეთავაზება მცირე და საშუალო მეურნეობებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გარანტირებული 60%-მდე მოსავლის ზრდით როგორც სათბურებში, ასევე ღია გრუნტში. ჩვენი მიკრო მეურეობის გადაწყვეტილებები არის ასევე მოსახერხებელი არასასურველი კლიმატის და ღარიბი ნიადაგის პირობებშიც.
მეტი ინფორმაციისთვის მიკრო მეურეობის გადაწყვეტილებების შესახებ დააჭირეთ აქ
სრული მიკრო მეურნეობის გადაწყვეტა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და პროდუქციას:
დაფინანსების პაკეტი
დაფინანსების პაკეტი-ჩვენი გარანტირებული შემოსავლის გაზრდა გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ რევოლუციური დაფინანსების პაკეტი. ამ პაკეტის არჩევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ 5 წლიანი განვადებით და გადაიხადონ მათი გაზრდილი მოგებიდან.
თესვამდე მოსამზადებელი სამუშაოები
ყველა საჭირო პროცედურის ეფექტურად გატარება, რათა მომზადდეს ნიადაგი მომავალი დათესვისათვის შესაბამისად.
თესლი და სასუქის მიწოდება
უმაღლესი ხარისხის თესლები და სასუქები, რომლების წარმოებულია მსოფლიო წამყვანი კომპანიების მიერ და რომელიც მორგებულია საბაზრო მოთხოვნებს.
სარწყავი სისტემის დაყენება
მოწინავე სარწყავი სისტმები უზრუნველყოფს წყლის ეფექტურად გამოყენებას რაც ამცირებს ხარჯს თქვენს მიწის ფართობზე. ასევე დამატებით, შესაძლებელია მოწყოს წყლის ავზები იმ ფერმერებისათვის რომელთაც არ აქვთ შესაბამისი სარწყავი ინფრასტრუქტურა.
სათბურები
სათბურების აშენება და უზრუნველყოფა სარწყავი სისტემებით, განათებით, განკუთვნილია მრავალწლიანი მოხმარებისათვის და დაავადებებისგან თავისუფალი მოსავლის მოსაყვანად.
პროფესიონალური სასოფლო სამეურნეო სწავლება და მხარდაჭერა
24/7 საათიანი მხარდაჭერა(როგორც ადგილობრივი ასევე ვებ გვერდის საშუალებით) საშუალებას აძლევს როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ ფერმერებს უკეთ განსაზღვრონ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა კულტურის მოყვანის დროს, ამავდროულად ჩვენი ექსპერტები რეგულარულად მოინახულებენ თქვენს ფერმებს და დაგეხმარებიან დამატებითი რჩევებით, ასევე გაგაცნობენ ახალ ტექნოლოგიებს, ტექნიკას და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს.